"კალაძემ კეთილი ინებოს და დაგველაპარაკოს" - ორხევის თავშესაფრის ბენეფიციარები სადღეღამისო აქციების დაწყებას აანონსებენ
ორხევის სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრები 25-მდე ოჯახი სადღეღამისო აქციების დაწყებას აანონსებს - ორშაბათიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები თბილისის მერიასთან აპირებენ პროტესტის გაგრძელებას. ხალხი პირადად კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვს.
- მერიის დასკვნის მიხედვით, ოჯახები სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ. სხვადასხვა კვლევებით ირკვევა, რომ მუხაძის ქუჩაზე მდებარე შენობა დაუყოვნებლივ უნდა დაიცალოს. კალაძის უწყება ხალხს ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა მოქალაქეები ითხოვენ გარანტიებს. მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს აქვთ ეჭვი, რომ მათი გაყვანა საცხოვრებლებიდან სხვა მიზნებს ემსახურება.
ორშაბათს 10-11 საათიდან მოსახლეობა მივდივართ თბილისის მერიასთან მოთხოვნით შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ კახი კალაძესთან. კახი კალაძემ კეთილი უნდა ინებოს, უნდა დაუჯდეს ამ ხალხს, უნდა დაელაპარაკოს, უნდა გაიგოს ამ ხალხის სურვილი და უნდა გაითვალისწინოს", - ამბობს ერთ- ერთი ბენეფიციარი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ მათ საცხოვრებლის დატოვებაზე უარი განაცხადეს, ელექტროენერგია ჩაუჭრეს. ასვე ემუქრებიან წყლისა და გაზის ჩაჭრით. თუმცა ორხევის თავშესაფრის ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ამიტომ გააკეთებენ ყველაფერს, რომ მათი ხმა გაიგონონ.
ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. უკიდურესად შევიწროებულები ვართ. ახლა თვითნებურად ჩართეს ეს შუქი მაცხოვრებელმა. ორშაბათს ალბათ გათიშავენ ამას და რა ვიცი ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე, უკან დასახევი არ გვაქვს. წყლის ჩაჭრით, გაზით ყველაფრით გვემუქრებიან და აი რა დაგვრჩენია ბრძოლა. აქცია - მიტინგი ყველაფერზე წამსვლელი ვართ ჩვენ", - ამბობს ერთ- ერთი მოქალაქე.
მოქალაქეები მცირეწლოვანი ბავშვებით აპირებენ სადღეღამისო აქციებში მონაწილეობას, იქამდე სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მყავს 9 თვის ბავშვი, რომელთან ერთაც ვაპირებ ორშაბათს აქციაზე მისვლას გასაპროტესტებლად. დილიდან ვიქნებით იქ და თუ საჭიროება მოითხოვს მთელი ღამე დავრჩებით მერიის წინ", - ამბობს
- მერიის განცხადება, რომელიც "პირველებმა" გამოითხოვა წერია, რომ ოჯახების ნაწილი უკვე გადავიდა ქირით სხვაგან, თუმცა ოჯახებს ნაწილი არ გადადის. თბილისის მერია მოუწოდებს აქ მყოფ სოციალურად დაუცველებს, რომ დატოვონ შენობა, რადგანაც მათი თქმით, ის ავარიული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რეალურად შენობა ავარიული არ არის და ვარაუდობენ თბილისის მერიამ მიზანმიმართულად დააზიანა შენობა.