"ჩვენ გხედავთ" - ხვალ სუს-ი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროტესტის ეპიცენტრი გახდება
"ჩვენ გხედავთ" - ამ სახელწოდებით, ხვალ თბილისში 15:00 საათზე მსვლელობაა დაანონსებული. საქართველოს მოქალაქეები მეტროსადგურ სამედიცინოდან კოკა კაციტაძის სამსახურის გავლით, სუს-ის შენობამდე აპირებენ მისვლას.
აქციის ორგანიზატორები თანამებრძოლებს მოუწოდებენ ხმაურით შექმანან დისკომფორტი ოხანაშვილის და კარლო კაციტაძის სამსახურებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია ყველა აქცია და კარგია რომ უკვე იცვლის ადგილებს, საჭიროა რომ ქალაქის ყველა მონაკვეთში გავიდეს, რატა ყველამ დაინახოს, რამდენი უკმაყოფილო ადამიანია ქვეყანაში. ამიტომაც ამ აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა გდავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.