ცოტნე ივანიშვილის პირველი კომენტარი ნაცემ აქციის მონაწილეებზე

17.05.25 14:30
ცოტნე ივანიშვილის პირველი კომენტარი ნაცემ აქციის მონაწილეებზე

 

 

ცოტნე ივანიშვილის პირველი კომენტარი ნაცემ აქციის მონაწილეებზე - "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის შვილს ჰკითხა, რას ფიქრობს იმ სასტიკ ძალადობაზე, რაც აქციაზე მისი ასაკის ახალგაზრდების მიმართ განხორიცელდა. 

თავიდან ცოტნე ივანიშვილმა პოზიციის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა - "მე რატომ გამოვხატო აზრი" და თქვა, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობაზე ამაზე სასაუბროდ არ მისულა. თუმცა "ტვ პირველის" ჟურნალისტის არაერთი კითხვის შემდეგ, განაცხადა, რომ ახალგაზრდებს "უთანაგრძნობს" და "გული სტკივა", ასევე ისიც დააფიქსირა, რომ მასა და აქციის მონაწილეებს "განსხვავებული აზრი აქვთ". 

განსხვავებული აზრი გვაქვს ყველას, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს. მე თავისთავად ვუთანაგრძნობ მათ და გული მტკივა, როცა ვხედავ ძალადობრივ კადრებს.

აქ მოვედი როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, იმისთვის რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთანდ დაკაშირებით. თქვენ რასაც მეკითხებით, ამას განაპირობებს სასამართლო. მე რატომ გამოვხატო აზრი... ძალადობაზე უკვე გითხარით, რომ ვგმობ ძალადობას და ძალიან ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერს განაპირობებს სასამართლო. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ და არ მიმაჩნია რელევანტურად რომ მე გიპასუხოთ ასეთ შეკითხვაზე", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ცოტნე ივანიშვილს ჰკითხა, თუ უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს, რომ "ძალადობას გმობს", რაზეც ცოტნე ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ "მამამისს ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის მიმართ ძალადობაზე".

თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის მიმართ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები, დამერწმუნეთ ამაში.  ამის შემდეგ როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამ ყველაფერს განაპირობებენ შესაბამისი სტრუქტურებ", - ამბობს ცოტნე ივანიშილი.

მსგავსი სიახლეები