გავრცელებული ცნობით, თბილისში, ახალ სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა სცემეს - 31 წლის ბიჭი კომაშია
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი სცემეს - ოჯახი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის ბექა ონიანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ამ დრომდე ხელოვნურ კომაშია
შემთხვევა გუშინ, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარედ მოპხდა.
ოჯაზხის ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას მოხდა, ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდნენ და ბლაგვი საგნით გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.