სასტიკი ანგარიშსწორება 31 წლის სპორტსმენზე - რატომ არ აკავებენ დანაშაულში ბრალდებულს?

18.05.25 11:18
სასტიკი ანგარიშსწორება 31 წლის სპორტსმენზე - რატომ არ აკავებენ დანაშაულში ბრალდებულს?

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია კაცი, რომელმაც ახალგაზრდა სპორტსმენი და დიჯეი სასტიკად სცემა და მიიმალა. გამომძიებელ გიორგი კოზმანიძეს მომხდარიდან ორი დღეს შემდეგაც არ აქვს პასუხი, რატომ არ აკავებს იდენტიფიცირებულ გაქცეულ დამნაშავეს. 

ნაცემი 31 წლის სპორტსმენი ბექა ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

გამომძიებლები არ დაკავშირებიან არც ოჯახის წევრებს, რომლებსაც აინტერესებთ, სად არის დანაშაულში ეჭვმიტანილი ივა ტყეშელაშვილი, რომელმაც 31 წლის კაცს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. 

მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით არის დაწყებული, რასთან დაკავშირებითაც ოჯახს პრეტენზიები აქვს. მათი თქმით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. 

დაზარალებულის ოჯახის წევრებს ასევე აინტერესებთ, რატომ აფარებს ხელს შსს კაცს, რომელიც, მათი ინფორმაციით, სამართალდამცველის შვილია. 

ოჯახს და თვითმხილველებს დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როცა გამოვიდა უკვე გასახდელიდან და პარკინგზე მიდიოდა, მანქანიდან გადმოვიდა ივა ტყეშელაშვილი და ის პიროვნება, რომელიც არც ის იყო კონფლიქტში ჩარეული და არც ბექა იყო ჩარეული. უბრალოდ, ვიღაცა ალბათ ელოდებოდა და ვიღაცისთვის უნდოდა რაღაცის დაშავება. შერჩა ბექა ხელში. ბექასთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ვიცი, დახტუნავდა ზედ. ბექა, როგორც ვიცი, იყო მარტო. ამ ბიჭმა გათიშა ბექა და გაქიცა მანქანით. შეიძლება რაღაც ბლაგვი საგანი ეწირა ხელში, იმიტომ, რომ კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის და ნაწილი თავის ქალის ახდილი აქვს ამ ეტაპზე. შესაძლებელია, თავის ქალის მეორე ნაწილიც ახადონ თუ წნევა არ მოიმატებს. როგორც ვიცი, არაერთი ინციდენტი ჰქონია ამ ბიჭს ჩადენილი და რატომღაც პასუხისმგბელობას ყოველთვის არის არიდებული. ნამდვილად ვიცი, რომ მამა ჰყავს პოლიციის თანამშრომელი, - ამბობს ონიანის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რო თბილისში ახალგაზრდა კაცი სცემეს. ოჯახი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის ბექა ონიანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ამ დრომდე ხელოვნურ კომაშია.

შემთხვევა გუშინ, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარედ მოხდა.

ოჯახის ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას მოხდა, ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდნენ და ბლაგვი საგნით გაუსწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები