სპორტულ კომპლექსში დასაქმებული ხელოვანები - ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს

18.05.25 11:38
სპორტულ კომპლექსში დასაქმებული ხელოვანები - ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს

"ოცნების" მხარდამჭერი ხელოვანები, რომლებიც სპორტულ კომპლექსში დაასაქმეს - შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიების ეთერში გასვლიდან 12 საათი გავიდა, თუმცა არცერთი საგამოძიები უწყება ფაქტით არ დაინტერესებულა.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ საქმე სამოხელეო დანაშაულს ეხება, რომელიც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.

ასეთი ტიპის დასაქმება არის როგორც მორალურად გაუმართლებელიისე დანაშაულებრივი, ვინაიდან ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვინახავს, მათ შორის, საქართველოში, სადაც ყოფილ თანამდებობის პირებს ზუსტად ანალოგიურ ბრალდებას ედავება პროკურატურა, რომ პარტიული და პოლიტიკური ნიშნით, ფიქტიურად მოხდა სხვადასხვა ადამიანების დასაქმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კალაძის მხრიდან არანაირად არ აის გასაკვირი, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე. 

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულები ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა და იარსებებს იქამდე, ვიდრე შეკავების მკაცრი მექანიზმები არ ამოქმედდება. 

რაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ხალხის ფული, რომელიც გროვდება ქართველი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით და ხმარდება ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას. ყველა ხელისუფლება აკეთებდა ამას და ყველა ხელისუფლება გააკეთებს იქამდე, სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი სასამართლო, სანამ ამ ქვეყანაში არ იმოქმედებს გაწონასწორების და შევაკების ნორმალური მექანიზმები და სანამ ამ ქვეყანაში არ იარსებებს დემოკრატიული ინსტიტუტები, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

აღნიშნულ ფაქტს საბჭოთა ტრადიციად აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება კულტურის ეწ. მუშაკებს ასაქმებს, რათა შემდეგ ისინი საკუთარი პროპაგანდისთის გამოიყენოს. 

ეს არის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც გულისხმობს, რომ ხელმოცარული კულტურის ე.წ. მუშაკები სახელმწიფომ უნდა შეინახოს და გაოიყენოს საკუთარი პროპაგანდის წარმოებაში, იმიტომ, რომ ჩვენს აქციებზეც, ამ პროტესტის დროს, როდესაც ამ ქვეყანაში მიდის ბრძოლა ცივილიზაციასა და რუსულ ხელიუფლებას შორის, არსად ამ ხალხის პოზიცია ჩვენ არ გაგვიგია და რატომ უნდა ვინახოთ მე და თქვენ ეს ხალხი ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი თანხებით, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, - ამბობს ლევან სანიკიძე.  

კალაძემ დიდ დიღომში გახსნილ მერიის საზოგადოებრივ ცენტრში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მსახიობები, მომღერლები და ცნობილი თამადა გააფორმა. აღნიშნულ ცენტრს ხალხი საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს. დოკუმენტების თანახმად, აქ სულ 170 თანამშრომელია დასაქმებული.

"შაბათის ეთერმა" სახელფასო გადარიცხვების სია, საიდანაც დგინდება, რომ ყოველ წლიურად ამ მომღერლებს და მსახიობებს ჯამურად დიღმის სპორტული კომპლექსიდან 150 ათას ლარზე მეტი ერიცხებათ. 

 

მსგავსი სიახლეები