დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მზადება დაწყებულია - თავისუფლების მოედანზე სცენა მონტაჟდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად მზადება დაწყებულია. თავისუფლების მოედანზე სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. "ოცნების" მთავრობა პირველებს უდასტურებს, რომ ადგილზე სცენა ნამდვილად 26 მაისის ღონისძიებისთვის იდგმება.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სახალხო შეკრებაც არის დაანონსებული. ევროპის მცველებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ უწყვეტი პროტესტის გამო სამთავრობო ღონისძიება შეკრების ადგილს შეიცვლიდა.
ცნობილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად წლევანდელი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.