აქცია ქობულეთში - მოქალაქეები მათი წინაპრების მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
საპროტესტო აქცია ქობულეთში - ხალხმა ცოცხალ ჯაჭვში მოაქცია წინაპრების მიწა, რომელიც სახელმწიფომ ინვესტორზე მათი ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა. საკუთრების აღსადგენად ადგილობრივები უკვე თვეებია იბრძვიან, თუმცა რეაგირება არც სახელმწიფო უწყებებს და არც ინვესტორს აქვს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ მათთან დაახლოებულ ბიზნესმენს გიორგი რამიშვილს მიწები ჩალის ფასად გადასცა, ახლა კი ადგილზე მშენებლობა იგეგმება.
მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.
ჩვენ თუ ვიქნებით ერთად, ჩვენ ჩვენსას დავიცავთ. ეს არის ჩვენი წინაპრების მიწა-წყალი, სარგებლობდნენ, ლუკმა-პურს ამით ჭამდნენ და არ ვაპირებთ გაჩერებას, - ამბობს აქციის მონაწილე.