ერთობის მარში თბილისში - სამედიცინო უნივერსიტეტთან მოქალაქეები იკრიბებიან

18.05.25 15:13
ერთობის მარში თბილისში - სამედიცინო უნივერსიტეტთან მოქალაქეები იკრიბებიან

ყურადღების ცენტრში სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან. ევროპული მომავლის მცველები საპროტესტო შეძახილებით ორ სახელმწიფო უწყებასთან მივლენ. საუბარია სუსსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე.

მოქალაქეები კაციტაძის უწყებას მოძალადე პოლიციელების საქმეების გამოძიებას მოსთხოვენ. რაც შეეხება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ უწყება რუსეთის აგენტების გამოვლენის ნაცვლად, რეჟიმის კრიტიკოსებს დევნის და უთვალთვალებს. 

აქციაზე იმყოფებიან სინდისის პატიმრების მშობლებიც. გიორგი ტერიშვილის დედა მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გავიდნენ და მათ გვერდით დადგნენ. 

ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ, დადგნენ ჩვენს გვერდით. რაც შეეხება ჩვენს შვილებს, ისინი იბრძიან უკეთესი საქართველოსთვის, უკეთესი მომავლისთვის და მოვუწოდებთ ხალხს, რომ გამოვიდნენ და ჩვენს გვერდით იდგნენ, თორემ მარტო ჩვენით ვერაფერი იქნება. იმედია, გავიმარჯვებთ სახელოვნად, - ამბობს გიორგი ტერიშვილის დედა.

თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ ბრძოლას მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს. მისი თქმით, რამდენი წელიც არ უნდა მიუსაჯოს რეჟიმმა მის შილს, იმდენი წელი ქუჩაში იდგება.  

არ გავჩერდებით. მე ნათქვამი მაქვს, რომ 6 წელი რომ მიუსაჯონ ჩემს შვილს, მე 6 წელი ვიდგები ქუჩაში და არ ხელისუფლებას არ მივცემ სადავეების მართვის უფლებას. ისედაც ეტყობათ, რომ შეშინებულები, დამფრთხლები არიან, იმიტომ, რომ ქუჩაში ვერ გამოსულან და ვერ გაუბედიათ, ერთხელ მაინც დაგვოდგნენ წინ, - ამბობს მარიზი კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები