მოქალაქეებმა კაციტაძის უწყებასთან ბალიში მიიტანეს, რომელზეც ლოყააწითლებული დგებუაძეა გამოსახული

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის ალყაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შენობას აქციის მონაწილეებისგან იცავენ. მოქალაქეები კაციტაძის უწყებისგან თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიებას ითხოვენ. ადგილზე სიტყვით გამოსვლებია.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიტანილია ბალიში, რომელზეც ლოყებაწითლებული ირაკლი დგებუაძეა გამოსახული.
გადავწყვიტეთ ასეთი პერფორმანსი, რომ დგებუაძეს ყველამ ავუწითლოთ ლოყა. მემგონი, არაფერი მოუვა, სახეზე ოდნავ შეხებით ადამიანი არ ზარალდება, - ამბობს ია მელითაური.
დემონსტრანტებს შორის არიან უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც დღესაც ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.