პროტესტი გორში - აქტივისტებმა გორის ციხიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინეს

პროტესტია შიდა ქართლშიც. გორის ციხეზე აქტივისტებმა ბანერი გადმოფინეს, რომელსაც "დაუმორჩილებლობა - ცეცხლი ოლიგარქიას!" ეწერა, თუმცა მოგვიანებით დაცვის თანამშრომლებმა აღნიშნული ბანერი ჩამოხსნეს.
გორში აქციების დაწყებიდან დღეს ასი დღე გავიდა. ერთ საათში მოქალაქეეები ქალაქის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბებიან ტრადიციული მოთხოვნით "გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ახალი არჩევნები".
მეასე დღეა, რაც გორელი მოსახლეობა ითხოვს რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს შემოუერთდებიან აქციას პოლიტპატიმრების მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქიდან და ისევე როგორც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში დედაქალაქში ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, დღეს უკვე ისინი დადგებიან ჩვენს გვერდში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ერთხმად გავაგონოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ არ გამოუვა, ჰყავდეს რეჟიმის ტყვეები და მას მოუწევს, ჩანიშNოს ახალი არჩევნები, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციას დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც შეუერთდებიან.