აქციის მონაწილეებმა სუსის შენობასთან სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს

18.05.25 18:39
აქციის მონაწილეებმა სუსის შენობასთან სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდეგ აქციის მონაწილეები სუსტან მივიდნენ. ოხანაშვილის უწყებამდე მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია მიაცილებდა. 

ადგილზე მოქალაქეებმა სიმბოლურად შავი კვამი გაუშვეს. "რუსებო!" სკანდირებენ ისინი.

პროტესტის მონაწილეებს ასევე ხელში სინდისის პატიმრების ფოტოები უკავიათ. მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები