31 წლის სპორტსმენს კეფის ძვალი ჩაუმტვრიეს - ბექა ონიანი ამ დრომდე კომაშია
31 სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა. ივა ტყეშელაშვილი ფეხბურთელს უკნიდან იმ დროს მიეპარა, როდესაც ბექა ონიანი ავტომობილში ჯდებოდა. მწვრთნელმა სპორტსმენს, სავარაუდოდ, ე.წ კასტეტით კეფის ძვალი დაუმტვრია და წაქცეულს, უგონო მდგომარეობაში მყოფს ზედ წიხლებით შედგა.
ავტომობილების პარკინგზე მომხდარ ანგარიშსწორებას წინ ორი გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი უძღოდა. დინამო თბილისის და თსუს ფეხბურთელები სპორტის სასახლეში მატჩის დროს დაუპირისპირდნენ. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ვიდეომასალაში ჩანს, რომ ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა ჩხუბში არც ბექა ონიანი და არც ივა ტყეშელაშვილი არ მონაწილეობენ. თვითმხილლები და ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ტყეშელაშვილს ონიანი სხვა ფეხბურთელში აერია.
სპორტსემენი კავკასიის მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. ბექა ონიანი კომაშია. მდგომარეობა მძიმეა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.