ეკლესია აბორტის აკრძალვას ითხოვს - უფლებდამცველები რისკებზე საუბრობენ

18.05.25 21:08
ეკლესია აბორტის აკრძალვას ითხოვს - უფლებდამცველები რისკებზე საუბრობენ

მოსაყდრე შიომ რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვა და კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვა. სასულიერო პირის ინიციატივას ქალების პროტესტი მოჰყვა. გაჩნდა კითხვა რატომ ახლა, როცა აბორტის მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტისტიკით საგრძნობლადაა შემცირებული.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოს წინადადება სერიოზულ რისკებს ქმნის. მათი თქმით, გამკაცრებული რეგულაციების პირობებში არსებობს საფრთხე, რომ პროცედურა არალეგალურად, არასტერილურ პირობებში ჩატარდება და შესაძლოა, ტრაგიკულადაც დასრულდეს.

ოჯახის სიწმინდის დღეს გახმოვანებულლ იდეას, პრაქტიკულად, უსიტყვოდ დაეთანხმა ირაკლი კობახიძე და ამით მიანიშნა, რომ აბორტის საკითხზე ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულები არ არიან.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები