პარტიული ერთგულებისთვის დასაჩუქრებული ხელოვანები - ვის რამდენს უხდიან არაფრის კეთებაში

18.05.25 20:39
პარტიული ერთგულებისთვის დასაჩუქრებული ხელოვანები - ვის რამდენს უხდიან არაფრის კეთებაში

კალაძემ ქართული ესტრადის მომღერლები და მსახიობები დაასაქმა, მაგრამ ისინი სამსახურში, უბრალოდ, არ დადიან. შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ივანიშვილის პარტიის გულშემატკივრებს ხელფასს სწორედ  არაფრის კეთებაში უხდიან. ანუ "ოცნების" მხარდამჭერებს არც სამსახურში სიარული ევლებათ და არც კონკრეტული სამუშაოს შესრულება.

ოპოზიცია ამბობს, რომ დიღმის გამაჯანსაღებელ საზოგადოებრივ ცენტრში ცნობილი სახეები პოლიტიკური სიმპათიების და პირადი კავშირების გამო დაასაქმეს. მათი თქმით, ამას ემატება სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, რადგან ხალხის ფულს მერია იმ პირებს ურიცხავს, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ. 

ყოფილი საჯარო მოხელეები კი ინტერესდებიან, რა წვლილი შეაქვთ "დასაქმებულ" მომღერლებს და მსახიობებს სახელმწიფოს განვითარებაში. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები