პოლიციის ალყაში მოქცეული სახელმწიფო უწყებები და საპროტესტო აქციები თბილისში - რა მოთხოვნები წაუყენეს მოქალაქეებმა რეჟიმს

18.05.25 20:15
პოლიციის ალყაში მოქცეული სახელმწიფო უწყებები და საპროტესტო აქციები თბილისში - რა მოთხოვნები წაუყენეს მოქალაქეებმა რეჟიმს

ერთობის მარში სახელწოდებით "ჩვენ გხედავთ" შედგა. მას შემდეგ, რაც საპროტესტო მსვლელობით სუსთან და საპეციალურ საგამოძიებო უწყებასთან მივიდნენ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

საპროტესტო მსვლელბის მონაწილეებმა დღეს რეჟიმს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არ გაჩერდებიან და თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

სახელმწიფო უწყებებთან მოქალაქეებმა პერფორმანსებიც დადგეს და საგამოძებო უწყებებს მოძალადე პოლიციელების დასჯისკენ მოუწოდეს. 

ქუჩის პროტესტი არის ერთადერთი საშუალება დღეს, რომ დააფიქსირო შენი დაუმორჩილებლობა, დააფიქსირო მიუღებლობა უსამართლობის თუნდაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ყოველთვის გვემსახსოვრება მატი სადისტური ქმედებები, მათი უსამართლო ქმედებები და ძალადობები და არასდროს დავივიწყებთ და ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ არ გვეშინია ად არ გავჩერდებით, - ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ უკანონო პატიმრების მშობლებიც. 

ამ უვარგის ვითომ მთავრობას, რომელიც არის ბოროტების ანატომია, თქვენ იცოდეთ ერთი რაღაც, რომ თქვენნაირ ბოროტ ძალაზე, არსებობს უკეთესი ძალა, ის ძალა, რომელიც ჩვენ ვართ, მშობლები - სწორი, მართალი და სიმართლისთვის მებრძლი ძალა. ძალა, რომელსაც ქუჩაში გამოსვლის არ ეშინია, არ გვჭირდება დაცვა. აბა, რომელიმე მარტო გამოდით და გაიარეთ ხალხში.თქვენ ჩვენ ვერ მოგვიგებთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს შილბეს, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, - ამბობს ეკა წერეთელი.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე მეტროთი მივიდნენ. "ცეცხლი ოლიგარქიას!" "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - სკანდირებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები