ვინ დაგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - რა ჩანს სათვალთვალო კამერებში და რას ამბობს ადვოკატი
ტვ პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახისთვის არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური მარტო არ მოქმედებდა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს სათვალთვალო კამერები ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე სამი საათით ადრე, ვერეს ხეობაში აფიქსირებენ. მოკლული ჯანგველაძის ადვოკატი ფიქრობს, რომ ამ ტერიტორიაე, სავარაუდოდ, მისთვის დანაშაულის იარაღიოს გადასაცემად სამალავი იყო მოწყობილი. მოგვიანებით, როდესაც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, პოლიციამ ტერიტორიიდან ორი შავი ჩანთა და ქურთუკი ამოიღო. საქმის მასალების მოკლული ჯანგველაძის ოჯახი და ადვოკატი ფიქრობენ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. ადვოკატისთვის ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს.
აღმოაჩინა თუ არა საგამოძიებო უწყებამ შავი ფერის ჩანთებზე სხვა პირი დნმ-ი ან რაიმე სამხილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მკვლელობის იარაღი ქილერს ვერეს ხეობაში წინასწარ დაუტოვეს. კითხვას შაბათის ეთერთან პროკურორი არ პასუხობს, თუმცა არ უარყოფს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს.
ჭავჭავაძის გამზირზე გელა უძილაურს პირველი სათვალთვალო კამერა 20:35 წუთზე ანუ მკვლელობამდე ორსაათნახევრით ადრე აფიქსირებს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული კადრებით ჩნდება განცდა, რომ გელა უძლაურმა, სავარუდოდ, ზუსტად იცოდა დრო, როდის ჩამოფრინდებოდა რეისი მოსკოვი-თბილისი და როდის მივიდოდა მეგობრის პანაშვიდზე ლევან ჯანგველაძე. მოგვიანებით, სათვალთვალო კამერებშ ჩანს სავარაუდო ქილერის და სამიზნე ბიზნესმენის წამიერი კომუნიკაცია. ამის შემდეგ ქილერი მობილურს იღებს, სათვალეს იკეთებს და სავარაუდოდ, დამკვეთებიდან შეტყობინებას იღებს ან გზავნის
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.