აქცია გორში - რეჟიმის წინააღმდეგ მოქალაქეები საკრებულოსთან შეიკრიბნენ

18.05.25 20:49
აქცია გორში - რეჟიმის წინააღმდეგ მოქალაქეები საკრებულოსთან შეიკრიბნენ

აქცია გორში - მოქალაქეები საკრებულოს წინ არიან შეკრებილი და უკანონო ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის მე-100 დღეს შიდა ქართლში აქციაზე დგანან სინდისის პატიმრების ოჯახის წერები , პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ყველა თანხმდება, რომ პროტესტის ხმა უნდა გაძლიერდეს რეგიონებშიც. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ არაერთი დაშინების, ფიზიკური ანგარიშსწორების, დაკავებების და რეპრესიების მიუხედავად, ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

დღეს ჩვენ შემოვგიერთდნენ დაკავებული პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, სხვადასხვა ორგანიზაციები, სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლები, მათ შორის, რეგიონიდან ხაშურიდან, ქარელიდან, კასპიდან ჩამოვიდნენ ადამიანები და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მყარად დგას და აჟღერებს იმ ორ ძირითად მოთხოვნას, რაც არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ვადამელი არჩევნების ჩატარება, - ამბობს აქციის მონაწილე. 

გორში აქციაზე ჩავიდა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის ფონდიც ცოტა ხნის წინ რეჟიმმა დააყადაღა, მისი სახლი კი გაჩხრიკა.  

გორში ჩამოვედით მადლობის სათქმელად იმიტომ, რომ ჩვენმა თანამებრძოლებმა ვინც აქ დგას, ვინც ვერ დგას, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითოეულ მათგანს აქვს ოქროს ფასი და ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია თითოეული მათგანი, იმიტომ, რომ ცალკე ვერც თბილისი გაიმარჯვებს, ვერც გორი, ვერც ბათუმი, ვერც ქუთაისი. ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ჩამოვედი მათთვის ამის სათქმელად, - ამბობს ნანუკლა ჟორჟოლიანი. 

რა ხდება გორში ვრცლად ნახეთ გიორგი დვალიშვილის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები