პროტესტი ორხევში - სოციალურად დაუცველები მერიას ტყუილში ამხელენ

თბილისში, ორხევის დასახლებაში სოციალურად დაუცველები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ქალაქის მთავრობა მათ საცხოვრებლებიის დატოვებას აიძულებს. საუბარია 25 ოჯახზე.
ირკვევა, რომ სიღარიბის მიღმა მყოფებს მერიამ ბინები ჯერ საკუთრებაში გადასცა, ახლა კი იქედან გამოსახლებას უპირებს. თუ გამოსახლების ზღვარზე მყოფებს დავუჯერეთ, მერიის თანამშრომლებმა შენობა თავად დააზიანეს, დენი ჩაჭრეს, რომ ორხევის სოციალური საცხოვრებელი ავარიულად გამოეცხადებინათ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.