თავდასხმა სპორტსმენზე-ბექა ონიანის ცემის ფაქტზე დაკავებულის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თავდასხმა სპორტსმენზე-ბექა ონიანის სასტიკად ცემის ფაქტზე დაკავებულის საქმეზე სასამართლო რამდენიმე საათში იმსჯელებს. სასამართლოში მიიყვანენ ბრალდებულსაც. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ონიანის ოჯახი აღშფოთებულია პროკურატურის განცხადებით, სადაც წერია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რამდენიმე დარტყმის შედეგად დაეცა, თავი დაარტყა და მძიმე დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყოს, სწორედ ამ დაცემის შედეგა მიიღო.
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გამოძიება ცდილობს შეამსუბუქოს ბრალდება დაკავებულის წინააღმდეგ, რადგან მათი ინფორმაციით, ტყეშელაშვილი პოლიციელის შვილია და სწორედ ამიტომ არ მოხდა ამ დრომდე მისი დაკავება.
აღშფოთებული ვარ, პროკურატურის განცხადებით, სადაც წერია, რომ დარტყმის შედეგად კი არა, დაცემის შედეგად არის ასეთ მდგომარეობაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ დასკვნაც არ აქვთ აღებული, იციან მხოლოდ ერთი დამნაშავის მხრიდან სიტუაციის აღწერა, ვერავინ დაუბინძურებს რეპუტაციას, რომ თითქოს უზრდელია, ნუ შეეცდებიან შეთითხნონ და გააშავონ მისი რეპუტაცია. პრიკურატურას ვურჩევ, შეიკავოს თავი ასეთი ხმამაღალი განცხადებებისგან, ბექას ტრავმები არ არის დაცემის შემდეგ, მისი ტრავმები არის ფიზიკური ძალადობის შედეგად მიღებული. მაოცებს ის, რომ ასეთ უცნაურ დასკვნებს აკეთებენ, ეჭვი მეპარება უკვე, რომ რამე ხომ არ არის ლამაზად დალაგებული და გადაწყვეტილი, რადგან ასეთი ხმამაღალი განცხადება პროკურატურის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს, - ამბობს ოჯახის წევრი.
ბექა ონიანი ამ დრომდე ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ხელოვნურ კომაში რჩება. ექიმები სასტიკად ნაცემ ონიანს დღეს დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ, რის შემდეგაც გაირკვევა, გამოიყვანენ თუ არა პაციენტს ხელოვნური კომიდან.
ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ამ წუთასიმყოფება ნეიროინტენსიუყრ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, არის მართვით სუნთქვაზე, რომელიც სრულიად შეესაბამება ოპერაციის სიმძიმეს. ტრავმის ფონზე აქვს მიღებული დაზიანება, თუმცა რა გენეზის ტრავმაა, ამას ვერ გეტყვით. ყველაფრი დინამიკაში მიმდინარეობს და კვლევების ჩატარების საფუძველზე გადაწყდება, მისი გაღვიძების და მართვითი სუნთქვიდან მოხსნის საკითხი,-ამბობს ექიმი.
ცნობისთვის, 31 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა. ივა ტყეშელაშვილი ფეხბურთელს უკნიდან იმ დროს მიეპარა, როდესაც ბექა ონიანი ავტომობილში ჯდებოდა. მწვრთნელმა სპორტსმენს, სავარაუდოდ, ე.წ კასტეტით კეფის ძვალი დაუმტვრია და წაქცეულს, უგონო მდგომარეობაში მყოფს ზედ წიხლებით შედგა. სპორტსემენი კავკასიის მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.