ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1985 წელს დაბადებული ს.მ., 1969 წელს დაბადებული ი.შ. და წარსულში ნასამართლევები - 1980 წელს დაბადებული მ.ე. და 1982 წელს დაბადებული ი.ა.
დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს," -ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.