ბათუმელები: სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება-ინფორმაცის გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს.
გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას,“ – უთხრეს გამოცემას პრესცენტრში.
სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.
საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები,“ – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის პასუხში.