მიპასუხეს, რომ საფრთხეს შეიძლება, წარმოვადგენდე - გაბიტაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას შურისძიებას უკავშირებს

19.05.25 15:30
მიპასუხეს, რომ საფრთხეს შეიძლება, წარმოვადგენდე - გაბიტაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას შურისძიებას უკავშირებს

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რეჟიმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს. მისი თქმით, ოფიციალურ პასუხში, რომელიც იუსტიციის სახლმა გასცა, წერია, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ლაშა გაბიტაშვილი "პირველებთან" საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმი იმ ადამიანების ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს, ვინც მათი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. 

თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე საფრთხეს ხედავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ, მაშინ შეუძლია, არ გასცეს მოქალაქეობა. ჩემს შემთხვევაში, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ისე აღმიქვა და ისე მომიდგა. საფრთხეს შეიძლება, წარმოვადგენდე. ყოველ შემთხვევაში, ეს მუხლი მიუთითა. 

ეს უკავშირდება იმასაც, რომ წინააღმდეგობაში ვართ რეჟიმთან, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა დაცალოს ქართველებისგან და ვინც აქციაზე გადის, იმის მიმართ ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეპრესიები ხორციელდება, - ამბობს გაბიტაშვილი. 

"ოცება" კი ამტკიცებს, რომ გაბიტაშვილის შემთხვევას შურისძიებასთან საერთო არაფერი აქვს. გია ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველოში მსგავს პრაქტიკად ადგილი აღარ აქვს.

ვიღაცაზე გაბრაზდები და წაართმევ მოქალაქეობას, ასეთი რამ საქართველოში არ ხდება. ეს ხდებოდა, ჯანმრთელობას ართმევდნენ და სიცოცხლესაც ართმევდნენ ადამიანებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის, - ამბობს ვოლსკი. 

აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების" წევრები აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები