სინდისის პატიმრების პროცესი - სხდომაზე ე. წ. დაზარალებულებს დაკითხავენ
სინდისის პატიმრების პროცესი - საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება სხდომა, სადაც მოწმეებს და ე. წ. დაზარალებულებს დაკითხავენ.
დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურის მოწმეების ჩვენებები ვერაფერს ამბობს, რადგან ყველა ერთი და იგივეს ყვება,“დაზარალდნენ, მაგრამ არ იციან როგორ“.
შესაბამისად, ადვოკატების თქმით, არანაირი ღირებულება არ აქვს სახელს და გვარს, ვის მოიყვანს სახელმწიფო ბრალდება, “ყველას მაინც ანალოგიური ჩვენება ექნება“.
მოდიან მოწმეები, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილები ამ საქმეში, თუმცა, უკვე რამდენი პროცესია, ვერ ადასტურებენ, საერთოდ რა შემხებლობა აქვს სისხლის სამრთლის საქმესთან არამარტო ანდრო ჭიჭინაძესთან, არამედ სინდისის სხვა პატიმართან. ისინი მოდიან და ამბობენ იმას, რაც უწერიათ გამოიძების ფარგლებში, გამოკითხვის ოქმებში, რომ მიიღეს დაზიანება აქციაზე, თუმცა ვერ დასტურდება რისგან მიიღეს, ვინ მიაყენა, ვერ დაინახეს მათ. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს ვინ მოვა დაზარალებული, მათაც იგივე ჩვენება ექნებათ, -აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.