ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლებრივად საფუძველს მოკლებულია - იურისტები
ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლებრივად საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ იურისტები საუბრობენ. ადვოკატი მაია კოპალეიშვილი პრიდაპირ ამბობს, გაბიტაშვილი დაბადებიდან საქართველოს მოქალაქეა, ეწევა პატიოსან შრომობს ამ ქვეყანაში და არც სახელმწიფოსთვსი წარმოადგენს რაიმე საფრთხეს.
არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ იყო, რომ ამ პირისთვის მოქალაქეობა არ მიენიჭებინათ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე, დაბადებით საქართველოს მოქალაქე, აქ ცხოვრობს , აქ შრომობს, აქ ეწევა პატიოსან საქმიანოაბას. ის არ წარმოადგენს საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
იურისტი გოგა ხატიაშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რა პრინციპითაც პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ხდება. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყეტილება მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დასაბუთებული უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული.
იმ შემთხვევაში დაკარგავს პირი საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, თუმცა აქ არსებობს ერთი გამონაკლისი: პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პარალელურად, შეუძლია, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღებს თანხმობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გასცემს თანხმობას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა თუ საქართველოს სახელმწიფოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამიტომაც, ნებისმიერი გადაწყვეტილება,რ ომელიც ეფუძნება მოქალაქეობის შეწყვეტას თუ ამ მოქალაქეობის აღდგენას, უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების" წევრები აბუ დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ რეჟიმმა მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
გაბიტაშვილის თქმით, ის ისრაელის მოქალაქეცაა, ამიტომ იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
გაბიტაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას რეჟიმის მხრიდან შურისძიებას უკავშირებს.