მამუკა ხაზარაძის პროცესი - ბოლო ცნობები სასამართლოდან
საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება. სხდომაზე მხარეები ამ დრომდე მსჯელობენ, უნდა დაიბარონ თუ არა თეა წულუკიანი სასამართლოში გამოკითხვაზე.
პროკურატურას რამდენჯერმე მოუწია ეღიარებინა, რომ არ არსებობს არანაირი სამმართლებრივი ოქმი, რომ მამუკა ხარაზარაძე კომისიაზე უნდა ყოფილიყო დაბარებული. ოპოზიცინერი ლიდერის დაბარების გადაწყვეტილება წულუკიანმა გასვლით სხდომაზე მიიღო და შესაბამისად, ამის ოფიციალური ოქმი არ არსებობს. მეტიც, პროკურორმა სხდომაზე თქვა, რომ ხაზარაძის დაბარება საგამოძიებო კომისიაზე სიგნალის მეშვეობით მოხდა.
კომისიის გადაწყვეტილება ხდება სამუშაო შეხვედრაზე, რომლის არც აუდიო, არც ვიდეო, არც წერილობით გაფორმება არ ხდება. რას ითხოვენ ახლა? ამ ხალხის აქ მოყვანით, რა უნდა ჰკითხონ ახლა, რომ "კანონიერი მოტხოვნა იყო თქვენიო? ანუ რას მიიღებთ?, - თქვა სხდომაზე პროკურორმა.
მბრალდებლის ეს პასუხი დაცვის მხარემ "სასამართლოს შეურაცხყოფად და სამართლებრივ თავხედობად შეაფასა".
ეს არის სასამართლო შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ სასამართლოს აკადრა ბრალდების მხარემ, რომ ყოველგვარი საპროცესო მოქმედებების მიუხედავად, რომელიც არ არსებობს, თვითონაც აღიარებენ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ფაქტი სახეზეა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ სასამართლო ყველაფერს დაგვიჯერებს, იმიტომ, რომ ჩვენი მორჩილია და მაინც გავა სასამართლოში საქმეო. ეს არის სამართლებრივი თავხედობა, როდესაც პირდაპირ მხარე საუბრობს, რომ მოწმე არ გვჭირდება. კანონის მოთხოვნაა? მერე, რა, რომ კანონის მოთხოვნაა?! დაცვის მხარე ითხოვს კანონის მოთხოვნის დაცვას? მერე, რა, რომ კანონის მოთხოვნის დაცვას ითხოვს?!, - თქვა ლევან სამუშია.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ვითარებიდან გამოყვანა რამდენჯერმე სცადა, თუმცა პროკურორმა ვერცერთ დასმულ კითხვას პასუხი ვერ გასცა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ, მოსამართლე ლევან გელოვანი და დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას, რომ პროცესზე მოწმის სახით წულუკიანი და მისი კომისიის წევრები გამოიკითხონ, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.