თავდასხმა "ქურდული სამყაროს" სახელით - 13 და 15 წლის მოზარდების ცემის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

19.05.25 20:03
თავდასხმა "ქურდული სამყაროს" სახელით - 13 და 15 წლის მოზარდების ცემის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

გორში, არასრულწლოვნებზე თავდასხმის ფაქტზე 16 წილს მოზარდი დააკავეს -  ფაქტს "პირველებს" დაკავებულის ადვოკატი უდასტურებს. 

თამარ თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, 2008 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, 16 წლისაა, დაკავებულია ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მხოლოდ ერთი  ადამიანი არის დაკავებული აღნიშნულ ფაქტზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს ყველა იმ უფლებას, რომელიც  მისთვის კანონით არის მინიჭებული და კანონით არის განსაზღვრული და უზრუნველყოფილი, მათ შორის დუმილის უფლება. ვფიქრობ, რომ ბრალის წარდგენა მოხდება უახლოეს საათებში", - ამბობს ადვოკატი.

ირკვევა, რომ გორში 13 და 15 წლის ძმებს ჯგუფურად მხოლოდ იმის გამოუსწორდნენ, რომ "ტიკ ტოკზე" მათი კომენტარი "ქურდული სამყაროს" მიმართ უპატივცემულობად ჩაითვალა. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები, გარჩევაზე დაიბარეს და ფიზიკურად 15-მდე პირი ჯგუფურად გაუსწორდა. 

პირველების ინფორმაციით არსებობს, აუდიო ჩანაწერი რომელიც ჯგუფურ თავდასხმას ასახავს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ დაზარალებული მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან მოზარდს თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. 

გარჩევა გორში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით