ონისე ცხადაძე ე.წ. მოწმე პოლიციელს: ზეწოლა ხომ არ არის თქვენზე?!

19.05.25 20:30
ონისე ცხადაძე ე.წ. მოწმე პოლიციელს: ზეწოლა ხომ არ არის თქვენზე?!

სინდისის პატიმრების პროცესი -  იუმორისტმა ონისე ცხადაძემ ე.წ. დაზარალებულ პოლიციელ ივანე კაპანაძეს მიმართა, რომელიც სხდომაზე  ბრალდების მხარემ მოწმის სახით მიიყვანა. 

"როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?"- მიმართა იუმორისტმა მოწმე პოლიციელს. 

ონისე: "სპეცრაზმელი როცა აქციის მონაწილეს სცემს, თუნდაც დამნაშავე იყოს, ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი, რეაგირება უნდა ჰქონდეს თუ არა?... ბოლო 20 წუთია ყველა კითხვაზე იძახით ვაპროტესტო ანუ რა ვკითხო?

ონისე: ზეწოლა ხომ არ არის თქვენზე ვინმეს მხრიდან, ან ბატონი პროკურორის ან ვინმეს მხრიდან

პოლიციელი: არა, რა თქმა უნდა

ონისე: ესე თქვენი ნებით ხელი მეტკინაო და მოხვედით? წინა პროცესზეც იყავით 19-20 წლის ბიჭები...

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი დასრულდა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები