სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის კითხვები ე.წ. დაზარალებულ პოლიციელს და მიმართვა საზოგადოებას

19.05.25 20:36
სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის კითხვები ე.წ. დაზარალებულ პოლიციელს და მიმართვა საზოგადოებას

"თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? - ამ კითხვით  მიმართ სინდისის პატიმარმა  რევაზ კიკნაძემ ე.წ. დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს, რომელიც სხდომაზე ბრალდების მხარეს  მოწმის სახით ჰყავდა წარმოდგენილი.

მოწმე პოლიციელმა სინდისის პატიმარს კითხვაზე პასუხი არ გასცა, რაზეც კიკნაძემ განაცხადა":  "არპასუხიც პასუხია".

რევაზ კიკნაძემ პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა.

26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთხოვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე, გაუმარჯოს ერთან და დამოუკიდებელ საქართველოს", - განაცხადა კიკნაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი დასრულდა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები