აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს - ტრამპს "სჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს"

20.05.25 10:31
აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს - ტრამპს "სჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გააუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობა სურს. ამასთან, კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა : „მჯერა“.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები