თავდასხმა სპორტსმენზე - „პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა

20.05.25 10:59
თავდასხმა სპორტსმენზე - „პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა

 

 

თავდასხმა სპორტსმენზე - „პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა.

ჩანაწერებში ჩანს, რომ "ფუტსალის" ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელს თავს ავტოსადგომზე ეხსმის. ივანე ტყეშელაშივლი ფეხბურთელს დაზიანებას რამდენჯერმე, სავარუდოდ, ბლაგვი საგნით აყენებს, მის შეჩერებას  თვითმხილველები ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ, საბოლოოდ 27 წლის სპორტმენი ასფალტზე უგონოდ ვარდება, ბრალდებული მწვრთნელი კი ტერიტორიიდან ავტომობილით გარბის.

დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ბრალდებულს სპორტსმენისთვის დაზიანება ბლაგვი საგნით არ მიუყენებია. 

რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი ბექა ონიანს. 

ვიდეოჩანაწერში ჩანს უშუალოდ დაპირისპირების ფაქტი. ასევე არსებობენ უშუალოდ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შემდგომაც დაზარალებული დაეცა ძირს და უკვე აღნიშნულის შედეგად მან მიიღო ის დაზიანებები, რის შემდეგაც ის დღესაც მკურნალობს კავკასიის მედიცინის ცენტრში და არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ჩანაწერებში ასევე ჩანს ისიც, რომ ბრალდებული ქმედების განხორციელების შემდგომ ჩქარი ნაბიჯით ტოვებს შემთხვევის ადგილს და მიიმალება ადგილიდან ავტომობილით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკეთება და გამოძების შემდეგ ეტაპზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - ამბობს პროკურორი.   

27 წლის ფეხბურთელი ახლაც კომაშია. ივანე ტყეშელაშვილი კი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ბრალდებულს სხდომაზე დუმილი არ დაურღვევია. 

  • ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში 16 მაისს გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა.

ივანე ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები