ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - რა მოხდა გორში (ახალი დეტალები)
ანგარიშსწორება ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია. ე.წ. არსებული ინფორმაციით, ძმები, რომლებსაც გორის ცენტრში 15 პირი ფიზიკურად გასუწორდა, არსარულწლოვნები არიან.
მტკიცებულებები და ჩვენენები უტყუარად ადასტურებს, რომ კონფლიქტი ტიკ-ტოკში დაწერილი კონკრეტული კომენტარის გამო დაიწყო. ირკვევა, რომ აღნიშნულ კომენტარში ნაცემი ძმები, 13 და 15 წლის ბიჭები ერთ-ერთ კანონიერ ქურდს აუგად მოიხსენიებდნენ.
ჯგუფური ჩხუბის მონაწილეები საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული სკოლის მოსწავლეა, ის დანაშაულს არ აღიარებს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდულ სამყაროსთან შეხება არ აქვს, ამიტომ მისთვის უცნობია, რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია.
ის არის 16 წლის. არ არის ავტორიტეტი, ვთქვათ, ისეთი, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირშ იყოს. მისთვის არ არის ინტერესის სფერო, ზოგადად ეს სისტემა. ძალიან გაოცებული ვარ მე თვითონაც, რომ საქმეს, ჩხუბს, რომელიც არასრულწლოვანებს შორის მოხდა, დაერწვა ქურდული სამყაროს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლა, მათი მხარდაჭერისთვის თუ ა.შ. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ცნობილია, რომ 16 წლის არის. ჩვენ გამოვცხადდით საკუთარი ინიციატივით, როდესაც გავიგეთ, რომ პოლიცია დაინტერესდა ჩვენი პიროვნებით და სახლში მიაკითხა, - ამბობს ადვოკატი.
ჯგუფური ანგარიშსწორება გორის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, რომ დიდი ალბათობით, ქურდული გარჩევა საღამოს საათებში მოხდა, სწორედ ამიტომ მისი თითმხილველები, პრაქტიკულად, არ არიან.
ღამე იქნებოდა და ღამე არ ვარ ხოლმე აქ. ბავშვები არიან ხოლმე, ფეხბურთს თამაშობენ, კალათბურთ თამაშობენ. რა მოხდა არ ვიცი, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ არსებობს ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერიც. აღნიშნულ ჩანაწერს, დიდი ალბათობით, თავად მოძალადეები ახორციელებდნენ. ჩანაწერში ისმის, როგორ ურტყამენ არასრულწლოვნებს და როგორ ითხოვენ ისინი დახმარებას. ისმის, ისიც, როგორ შიშობენ თავად თავდამსხმელები, რომ შეიძლება, მიყენებული დაზიანებების გამო ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მხედველობაც კი დაკარგოს.
ჯერჯერობით პასუხიგაცუემელია კითხვები, ვისი დავალებით გაუსწორდნენ არასრულწლოვან ძმებს და რატომ არ აკავებს პოლიცია სავარაუდო დამნაშავეებს.
ნაცემი ძმები სამედიცინო დაწესებულებაშ არიან მოთავსებულები.