"პატარა ბავშვებით, ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დაგვტოვეს" - ორხევის თავშესაფრის ბენეფიციარები
ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაა ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დატოვეს. მათი თქმით, პრაქტიკულად შენობიდან გასვლას ამ ფორმით აიძულებენ.
25 ოჯახი, რომელიც მერიამ ამ შენობაში წლების შეასახლა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ტერიტორიის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი და მათ ღია ცის ქვეშ დატოვებას უპირებს. ხალხი მერთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ კალაძე არ ხვდება.
- მერიის დასკვნის მიხედვით, ოჯახები სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ. სხვადასხვა კვლევებით ირკვევა, რომ მუხაძის ქუჩაზე მდებარე შენობა დაუყოვნებლივ უნდა დაიცალოს. კალაძის უწყება ხალხს ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა მოქალაქეები ითხოვენ გარანტიებს. მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს აქვთ ეჭვი, რომ მათი გაყვანა საცხოვრებლებიდან სხვა მიზნებს ემსახურება.
სამჯერ ჩაჭრეს შუქი, სამივეჯერ ჩავრთეთ და ისევ ჩაჭრეს. ახლა პოლიცია დაგვიყენებს აქ. 8 წელია აქ ვცხოვრობ და ახლა არის საფრთხე? მანამდე არ იყო საფრთხე. რომელ კანონში წერია ეს. ჯუნგლებში ვართ არც წყალი, არც დენი, არც არაფერი. პატარა ბავშვები მყავს ყველაფერი არის დენზე. არა აქვს თელასს უფლება მოვიდეს და მიჭირავს, მე ვიხდი გადასახადს",- ამბობს ადგილობრივი.
- მერიის განცხადება, რომელიც "პირველებმა" გამოითხოვა წერია, რომ ოჯახების ნაწილი უკვე გადავიდა ქირით სხვაგან, თუმცა ოჯახებს ნაწილი არ გადადის. თბილისის მერია მოუწოდებს აქ მყოფ სოციალურად დაუცველებს, რომ დატოვონ შენობა, რადგანაც მათი თქმით, ის ავარიული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რეალურად შენობა ავარიული არ არის და ვარაუდობენ თბილისის მერიამ მიზანმიმართულად დააზიანა შენობა.