მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში უჩივის

20.05.25 12:23
მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში უჩივის

 

 

მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში უჩივის - საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და შეძახილებით გააპროტესტეს ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა.

  • "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",  "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ ევროპული მომავლისთის მებრძოლი აქტივისტები.

სარჩელის განხილვას თათია აფრიამაშვილს და მაგდა მამუკაშვილს წინააღმდეგ სამართლო 23 მაისს იწყებს. აქტივისტებს პატირმობა ან ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

ვეუბნებოდით სამ ფრაზას მხოლოდ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსული რეჟიმი და ძირს რუსული მონები. ეს ყველაფერი ვერ აიტანა მარიამ ლაშხმა და ჩათვალა, რომ შეურაცხყოფა მივაყენეთ მას. არც პარლამენტი გყავს, არც პარლამენტის წევრები გვყავს, ყველა არალეგიტიმური არიან და თუ მაინცდამაინც თვლიან, რომ საქართველო პარლამენტში ჯდომის უფლება აქვთ, მაშინ საჯარო პირები არიან და უნდა მოისმინონ ხალხის აზრი. გვითხრეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა და მაგაში ვეთანხმები, ჭამა-სმა არის მარიამ ლაშხის სამსახურებრივი მოვალეობა, სხვა მოვალეობა მას არ აქვს. შევხდებით მარიამ ლაშხს სასამართლოში", - ამბობს თათია აფრიამაშვილი.

მსგავსი სიახლეები