მედია: ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციის ამის შესახებ "გურია ტვ" ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ცეცხლი დღეს ვაგონებს შორის გადაბმაში გაჩნდა, მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მგზავრების ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა.
ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.
შენიშვნა:
ხანძართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ საქართველოს რკინიგზა გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.