ჩვენ დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს დავამტკიცებთ და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით - კალასი

20.05.25 12:55
ჩვენ დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს დავამტკიცებთ და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით - კალასი

ჩვენ დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კუთხით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. 

რუსეთი ცდილობს ხალხს აფიქრებინოს, რომ თითქოს სანქციები არ მუშაობს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის - ამბობს კალასი. 

ჩვენ ვთანხმდებით, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რადგან გუშინ ვნახეთ რომ ის არ ცვლის პოზიციას. ჩვენ დღეს დავამტკიცებთ სანქციების მე-17 პაკეტს და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. რუსეთი ცდილობს ხალხს აფიქრებინოს, რომ თითქოს სანქციები არ მუშაობს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. სანქციებს კიდევ უფრო ძლიერი ეფექტი ექნება მომდევნო პერიოდში. ისინი აწარმოებენ ძლიერ პროპაგანდას, რომელიც სულ ჰქონდათ. ომი გრძელდება სამი წელია და ისინი ვერ აღწევენ მიზანს", - თქვა კალასმა. 

მსგავსი სიახლეები