გიორგი კუჭუაშვილის და დავით კოლდარის საქმის განხილვა გადაიდო
გაუფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა რუსული კანონის მოწინააღმდეგეს? - დავით კოლდარის საქმის განხილვა, რომელსაც რეჟიმი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავებოდა, დღეს გადაიდო.
მასთან ერთად არის დაკავებული გიორგი კუჭუაშვილიც. აქტივისტი, რომელიც სპეცრაზმელზე თავდასხმაშია ბრალდებული. ორივე დაკავებული საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა. ახლა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უნდა მიიღოს.
გიორგი კუჭუაშვილის ადვოკატის თქმით, გიორგი კუჭუაშვილი არ მოქმედება, რომელიმე პოლიციელის საწინააღმდეგოდ და ამ საქმის თავდასხმად კვალიფიცირება არის "უკანონო".
გიორგიმ ისროლა ნახევრად ცარიელი წყლის ბოთლი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ერთ-ერთი გდდ-ს თანამშრომელს, როდესაც არ ეკეთა იმ დროს სპეციალური საშუალება ,ნიღაბი სახეზე და გიორგიმ არ უარყო ის ფაქტი და არ ის, რომ ეს ადამიანი იყო თვითონ. თუმცა, თავდასხმა ისე, როგორც მოსამართლე მიხეილ ჯინორიამ გადაწყვიტა დაეკვალიფიცირებინა აღნიშნული ქმედება, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან გიორგი კუჭუაშვილი არ მოქმედება, რომელიმე პოლიციელის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ქმედება არ არის თავდასხმა, არის პოლიციელის წინააღმდეგობა, რასაც თან მოჰყვა ეს მოქმედება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და პირობით მსჯავრს", - ამბობს ადვოკატი.