ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში - არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების თავის ასარიდებლად
არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავის ასარიდებლად? - 15 მაისიდან "ქართულმა ოცნებამ " რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ავტობობილების რე-ექსპორტის რეგისტრაცია ოფიციალურად შეაჩერა, მაგრამ იგივე აკრძალვა ყირგიზეთის და ყაზახეთის მოქალაქებზე არ ვრცელდება. ანუ იმ ქვეყნებზე, სადაც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ავტომობილი და მძიმე ტექნიკა გადის რუსეთში.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ქვეყნებს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით სანქციების თავის ასარიდებლად იყენებს და საქართველოდან გატანილი მანქანების უმრავლესობა რჩება რუსეთში.
პატარა ბავშვმაც იცის, რომ მანქანები საქართველოდან ყირგიზეთში არ გადის და მანქანების უდიდესი ნაწილი საქართველოდან ყაზახეთში არ გადის. აქედან გატანილი მანქანების უმრავლესობა რჩება რუსეთში. შესაბამისად, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ საქართველოდან ექსპორტის თითქმის ნახევარი, გარდა ოფიციალური სტატისტიკისა, არის ექსპორტი რუსეთში. იმ მცირე მოლაპრაკებას, რასც "ოცნება" აწარმოებს აშშ-სთან, ერთ-ერთი დიდი საკითხი იქნება ის რისკი, რა რისკის წინაშეც დგას საქართველო, როგორც ადრესატი, სამიზნე, მეორადი სანქციების. მიმდინარეობს მტკიცებულებების დამალვის მცდელობა, როდესაც რუსეთისთვის მოქალაქეები ვეღარ აფორმებენ ავტომანქანებს და ვერ რეექსპორტით ყირგიზეთში და რაღაცნაირად დეტექტიური სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, ხდება მტკიცებულებების დაფარვა, რომ თუ ამერიკა დაუწესებს სხვადასხვა ქვეყნებს ე.წ. მეორად საქციებს, ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ამ სიაში", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
აი-ფაქტის მკვლევარების თქმით კი, საქართველოდან გასული მძიმე ტექნიკა - ტრაქტორები, გრეიდერები, ბულდოზერები და სპეც-ტექნიკა, სამწუხაროდ, ხშირად ხვდება რუსეთში და ის შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც ლოჯისტიკაში, ასევე ომის მართვის პროცესშიც.