რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული დაზვერვის სამსახურის სუს-ში გადასვლა?

20.05.25 17:37
რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული დაზვერვის სამსახურის სუს-ში გადასვლა?

დაზვერვის სამსახური ანრი ოხანაშვილის ხელში გადადის - დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე "პირველებთან" ასახელებს იმ პრობლემებს, რომელიც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებით წარმოიქმნება.

შალვა ლომიძის თქმით, ეს ქმედება დაზვერვის საქმიანობის ეფექტიანობას შეამცირებს და ამასთან ერთად  დასავლურ სპეც.სამსახურებთან თანამშრომლობა შემცირდება. 

კონკრეტულად  კი მისი თქმით, შემცირდება - ინფორმაციის გაცემა საქართველოსთან და ქართველ სპეც სამსახურებთან. გარდა ამის ლომიძის განმარტებით, შემცირდება ნდობა,  ვინაიდან დაზვერვის სამსახური  არსებობის განმავლობაში ყოველთვის იყო დამოუკიდებელი უწყება. დასავლეთის დამოკიდებულება, კი ამ საკითხთან დაკავშირებით  ძალიან კრიტიკული იქნება. 

აუცილებლად და უპირობად შემცირდება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, შემცირდება დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მათი ჩართულობა. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ვიცნობ დასავლელი პარტნიორების მიდგომას ამ საკითხის მიმართ და შესაბამისად, ნათელია რომ მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იქნება ძალიან კრიტიკული. ხდება, სპეციალური სამსახურებისა ძალების და მათი რესურსების ერთი კონკრეტული მატის ქვეშ კონსოლიდაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ჯგუფი ხელში მთელ ძალაუფლებას, რაც დაკავშირებული არის ძალოვანი ორგანიზაციისთვის მართვასთან დაკავშირებით - ", ამბობს შალვა ლომიძე.

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. 

მსგავსი სიახლეები