მედია: ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

20.05.25 17:44
მედია: ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

"ინფო იმერეთის" ცნობით, ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა. სამშენებლო მასალის ფრაგმენტები “გლოვოს” კურიერს დაეცა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედია წერს, რომ ნაგებობის მეორე სართულზე გასული წლის აპრილში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგადაც შენობა ყოველდღიურად ნადგურდება. პერიმეტრის მიმდებარედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე-9 სკოლაა, თუმცა ადგილზე არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არსებობს.

ფოტო: "ინფო იმერეთი"

მსგავსი სიახლეები