ანგარიშსწორება ქურდული სამყაროს შეურაცხყოფისთვის - ვინ შეუკვეთა არასრულწლოვნების ცემა?

20.05.25 20:39
ანგარიშსწორება ქურდული სამყაროს შეურაცხყოფისთვის - ვინ შეუკვეთა არასრულწლოვნების ცემა?

თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე, გორის ცენტრში, საფეხბურთო მოედანზე მოხდა. 13 და 15 წლის ძმებს ჯგუფურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ისინი ქურდულ სამყაროს პატივს არ სცემდნენ. არასრუწლოვნების გარჩევაში 15-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა გამოძიებას ამ დროისთვის დაკავებული მხოლოდ ერთი, 16 წლის სკოლის მოსწავლე ჰყავს.

სასტიკად ძმები იმის გამო სცემეს, რომ თითქოს მათ ტიკ ტოკზე ერთ-ერთი ვიდეოს კომენტირებისას არ გამოხატეს სათანადო პატივისცემა კანონიერი ქურდის მიმართ. 

ახლა მთავარი კითხვაა, ვისი დავალებით მოქმედებდნენ არასრულწლოვნები, როცა თანატოლებს ტიკ-ტოკში დაწერილი კომენტარის გამო სასტიკად უსწორდებოდნენ. არსებობს ვერსია, რომ დავალება ე.წ უბნის მაყურებლებმა გასცეს. 

"პირველების" მოპოვებული ინფორმაცით, სკოლის მოსწავლეებს წიხლებს და ხელებს ურტყამდნენ სახეში და თავში. ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერთ-ერთი თავდამსხმელი ტელეფონით იღებდა, სწორედ ამ ჩანაწერში ისმის, როგორ შეეშინდათ დაჯგუფების წევრებს, რომ უმძიმესი დაზიანებების მიყენებით ერთ-ერთ ძმას მხედველობა არ დაეკარგა.

ეს ჩანაწერი, წესით, უკვე უნდა ჰქონდეს საქმეში ჩადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები