ტვ პირველმა ბექა ონიანზე თავდასხმის კადრები მოიპოვა - რა ჩანს ვიდეოში?

20.05.25 20:41
ტვ პირველმა ბექა ონიანზე თავდასხმის კადრები მოიპოვა - რა ჩანს ვიდეოში?

"პირველების" ხელშია ბექა ონიანზე თავასხმის ამსახველი ვიდეოკადრები. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს მწვრთნელი, ივა ტყეშელაშვილი, რომელიც დარბაზიდან გამოსულ ონიანს მანქანასთან უსაფრდება და მიახლოვების წამიდან თავში გამეტებით ურტყამს. ონიანი გონებას ჰკარგავს და ძირს ეცემა, რა დროსაც ტყეშელაშვილი დაზარებულს წიხლებს ურტყამს, გზაზე უგონო მდგომარეობაში  დაგდებულს ტოვებს და საკუთარი ავტომობილით ადგილიდან გარბის.

უმძიმესი დაზიანებებით 27 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე კლინიაშია. მას უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ივა ტყეშელაშვიილმა სპორტსმენს ხელი რამდენჯერმე გაარტყა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო. 

ბრალდბული დუმს. ის მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ფეხბურთის მწვრთნელს ამ დრომდე არ უთქვამს, რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მოტივი.

ბექა ონიანის ოჯახი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა. მათ ეჭვი აქვთ, რომ ბრალდებულს ყოფილი პოლიციელი მამა მფარველობს, ამიტომ ოჯახი დამნაშავის სამაგალითოდ დასჯას მოითხოვს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები