რუბიო: რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით და ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მას შემდეგ რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებს წარადგენს, გასაგები გახდება ვლადიმერ პუტინის ზრახვები.
ჩვენი ინფორმაციით, რუსები აპირებენ შეადგინონ პირობები, თუ რა იქნება საჭირო ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს. ველოდებით ამ პირობებს და შემდეგ ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები“, - აღნიშნა რუბიომ.
Politico-ს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონის მოსკოვთან და კიევთან საუბრის შესაძლებლობას.