ანტონ ჩეჩინის საქმე - ვინ დაიკითხებიან დღევანდელ სასამართლო პროცესზე
თბილისის საქალაქო სასამართლო ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს - საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები - კრიმინალური პოლციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხებიან, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
- რეჟიმი სინდისის პატიმარს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
დაცვის მხარის განცხადებით, სწორედ სამართადლამცველებმა ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთირება პროევროპული აქციების 27 წლის მონაწილეს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებისას ანტონ ჩეჩინზე სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი.
დაცვის მხარე აპირებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე წარადგინოს ახალი მტკიცებულების სახით განცხადება, რომლითაც მივმართეთ სეპციალურ საგამოძიებო სამსახურს. ერთი (პოლიციელი) ინფორმაციას აძლევს სპეციალურ საგამოძებო სამსახურს , რომ მართალია მე იქ ვიმყოფებოდი, მაგრამ ხელი არ დამიკარებია ჩეჩინისთვის, მაგრამ იქ ვიმყოფებოდი და ვხედავდი. მეორეს მხრივ მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის იქ საერთოდ არ იმყოფებოდა და საერთოდ არ დაუნახავს ანტონ ჩეჩინის მოთავსება ავტომანქანაში. ადგილი ჰქოდნა ფიზიკურ ძალადობას, კეფაში ჩართმას და პლასტიკური ბარათის გარტყმას. მოხდა მისი პირის ღრუს შემოწმება, რათა მისი ნერწყვის აგდატანა მომხდარიყოს შესაფუთ პაკეტზე". - ამბობს ადვოკატი.
26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.