ყვირილი, ხელების ქნევა, დამამცირებელი საუბარი - მიხაილ სოცკი მაღაროელების დატერორებაშია ბრალდებული

21.05.25 13:37
ყვირილი, ხელების ქნევა, დამამცირებელი საუბარი - მიხაილ სოცკი მაღაროელების დატერორებაშია ბრალდებული

ყვირილი, ხელების ქნევა, დამამცირებელი საუბარი - მიხაილ სოცკი მაღაროელების დატერორებაშია ბრალდებული. "ჯორჯიან მანგანეზის" მმართველი კომპანიის წარმომდგენელი, რომელიც  ჯერ ტყიბულში მეშახტეებს ატერორებდა  და სამსახურიდან უკანონოდ უშვებდა, ახლა მაღარიელებთან გაუშვეს.

ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც თითქოს კრიზისის აღმოსაფხვრელად მივლენილი სოცკი ჭიათურელ მაღაროელებს უყვირის და შეურაცხყოფებს აყენებს. ისმის ფრაზაც: "თქვენ ხალხი არ ხართ!". 

რომელი ხალხი?! ჯერჯერობით მე მხოლოდ თქვენთან ვლაპარაკობ! თქვენ ხალხი არ ხარ, თქვენ ადამიანი ხართ! თუ არ მოგწონთ საუბრის დონე, მიბრძანდით! მე ვუპასუხებ მეორე შეკითხვას, იმიტომ, რომ პირველ შეკითხვაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე მაქსიმალურად.

რატომ არ მოდის თქვენთან ვიღაც ადამიანი? მე მისთვის არაფერი ამიკრძალავს. ან თქვენ ეჭვი შეგაქვთ. ამ შეკითხვებზე მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ ვიცი. მე არ ვიცნობ ასეთი გვარის ადამიან. არ ვიცი, მე მისთვის არაფერი ამიკრძალავს და მე მას ამის შესახებაც არაფერს ვთხოვ. არ ვიცი - გაკმაყოფილებთ ეს პასუხი? შემდეგი შეკითხვა!, - ამბობს სოცკი მაღაროელებთან შეხვედრაზე.
 

არადა, მაღაროელები კომპანიის ხელმძღვანელობისგან მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი ისე წარიმართოს, რომ ისინი ლუკმა პურის გარეშე არ დარჩნენ.  

ორგანიზაციები, რომლებიც პროცესს დიდი ხანია აკვირდებიან, დარწმუნებულები არიან, რომ მიხაილ სოცკს ჭიათურაში ერთადერთი მიზანი აქვს: რუსმა ოლიგარქმა სარგებელი თავად მიიღოს. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოცკის არა კრიზისის მოგვარება, არამედ მაღაროლებისთვის რეპრესიების მოწყობაა. 

სახელმწიფო დამსაქმებელმა, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ და პეტრიაშვილის პროფკავშირებმა ბევრი იფიქრეს ერთად და გადაწყვიტეს, რომ ამ კრიზისის კარგი მენეჯერი იქნებოდა მიხაილ სოცკი. პირდაპირში ვუყურებდით, როგორ ელაპარაკებოდა მაღაროელებს. მანამდე ჩვენ ვნახეთ, როგორ ელაპარაკებოდა მისი წარმომადგენელი ასევე მაღაროელებს, როდესაც იგეგმებოდა უკვე სოცკის გაშვება ჭიათურაში, დამამცირებლად, აგდებულად, აბუჩად. ეს მისი სტილია, როგორც ჩანს და ეს სტილი, როგორც ჩანს, მკვიდრდება ამ ქვეყანაში, რომ ვიღაც მდიდარი ადამიანები მშრომელ ადამიანებს ასე უნდა ესაუბრონ. 
 

რომელ სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ, ეკონომიკურად მთლიანი სიმდიდრე გადის ქალაქიდან, არაფერი რჩება, ქართველი მშრომელები რჩებიან უხელფასოდ ან ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე ყველანაირი დაცვის გარეშე და ერთეული მდიდრები, იქნება ეს უკრაინელი კალანბოისკი თუ სოცკი, თუ ქართველი ივანიშვილი, საბოლოო ჯამში, ამ სიმდიდრეს ინაწილებენ ისე, რომ საქართველოს მაინც და მაინც დიდი მოგება არ რჩება, - ამბობს მკვლევარი.
 

„სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ამ კრიზისს სათავეში ივანიშვილთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქი ჩაუდგა, შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, კომპანია და მისი შვილობილი კომპანიები თანხებს სწორედ "ქართულ ოცნებას" სწირავენ და შესაბამისად, ერთმანეთისგან სარგებელს ნახულობენ.

მიქელაძე პირდაპირ ამბობს, რომ რეორგანიზაციის დროს ყველა მატერიალური თუ პრცესუალური ნორმა დაირღვა, ამიტომ ახლა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 

ის ტონი, ის გონორი, რომელსაც ის იყენებს, არის აღმაშფოთებელი და კოლონიზატორის ენას ჰგავს, რომელიც დაპყრობილ ხალხს ელაპარაკება თითქოს. ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ სწორედ ამ ადამიანს ჩაბარდა კრიზისის მართვა. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ სოცკი ივანიშვილთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქი ჩაუდგა ამ კრიზისს სათავეში. ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია და მასთან დაკავშირებული სხვა შვილობილი კომპანიები, მათი წარმომადგენლები, მუდმივად სწირავენ თანხებს „ქართულ ოცნებას“. ბოლო წლებში მილიონს გადააჭარბა შემოწირულობამ, თუმცა ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლოა. კომპანია ცდილობს, გადამალოს ის მოგება, რომელიც, სინამდვილეში, მას აქვს და სწორედ ამ ფინანსური დოკუმენტებისა და ანგარიშების დამალვით თავი მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ თითქოს ფინანსური კრიზისის გამო იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ყველა ის მატერიალური თუ პროცესუალური გარანტია, რომელიც მასობრივი დათხოვნის დროს ამ რეორგანიზაციის დროს კანონით არის გათვალისწინებული, კომპანიას დარღვეული აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რეორგანიზაციის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, - ამბობს თამთა მიქელაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილე მაღაროელების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება "ჯორჯიან მანგანეზის"  მმართველი  კომპანიის წარმომდგენელმა, რუსეთის მოქალაქე, მიხეილ სოცკიმ მიიღო. კომპანია განმარტავს, რომ  გათავისუფლების პროცესი  მიმდინარე   "რეორგანიზაციის შედეგად ხდება. ამ პოზიციას კი მაღაროების ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები