"ცესკო" ვერ უარყოფს, რომ კამერებს, რომელიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, სიგნალის პირდაპირ ეთერში სხვა ლოკაციაზე გადაცემის ტექნიკური საშუალება ჰქონდა

21.05.25 14:06
"ცესკო" ვერ უარყოფს, რომ კამერებს, რომელიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, სიგნალის პირდაპირ ეთერში სხვა ლოკაციაზე გადაცემის ტექნიკური საშუალება ჰქონდა

"შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ, "ცესკო" ვერ უარყოფს, რომ "ქართული ოცნების" კამერებს, რომელიც საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული, სიგნალის პირდაპირ ეთერში სხვა ლოკაციაზე გადაცემის ტექნიკური საშუალება ჰქონდა.

კალანდარიშვილის უწყებამ "TV პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის საპასუხოდ ვრცელი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, თუმცა რეპორტაჟში დასმული კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. 

"კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კამერის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ ანიჭებს საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ამ ნიშნით შეაფასოს და შეზღუდოს ვიდეოკამერის გამოყენება საარჩევნო უბანზე" - წერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. 

ცესკო ვერ უარყოფს, რომ ეს ტექნიკური საშუალება, შესაძლებელს ხდიდა, თუნცად "ქართული ოცნების" კაპიტნების ოფისებიდან, ეკონტროლებინათ ამომრჩეველი. 

ცესკო ვერ უარყოფს, რომ ამის შესახებ არ იცოდა, რადგან დოკუმენტი, რომელიც "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა, სწორედ კალანდარიშვილის და კობახიძის ოფიციალური მიმოწერიდანაა. 

ცესკო-ს გავცხადება ვრცლად ნახეთ აქ

"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მომზადებული სიუჟეტი ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები