"მაღაზიიდან მოპარული ნივთების გატანას ცდილობდა" - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21.05.25 16:20
"მაღაზიიდან მოპარული ნივთების გატანას ცდილობდა" - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ქალაქ ბოლცანოში 43 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის მაღაზიიდან მოპარული ნივთების გატანას ცდილობდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ მან ქურთუკსა და შარვალში სხვადასხვა ნივთები ჩაილაგა და ადგილის დატოვება სცადა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

მედიის ცნობითვე, დაკავებულმა პოლიციის მოსვლამდე მაღაზიის დაცვის თანამშრომლების მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენა და გაქცევა სცადა, მაგრამ ის მაინც დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები