ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მანქანებს შეეჯახა
პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერსად პოულობს პირს ან პირებს, ვინც ვარკეთილიდან ჯერ მიკროავტობუსი გაიტაცეს, შემდეგ კი დაახლოებით ოთხი ავტომბოლი დამატვირიეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.
მიკროავტობუსის მფლობელი ამბობს, რომ ავტომბოლი დილით მოპარეს, შემდეგ კი პოლიცაიმ დაურეკა და ავარიის შესახებ შეატყობინა.
მოიპარეს და დალეწეს მანქანა. მესამე მიკროში იყო ჩემი მანქანა, დილით 7-ის 20 წუთზე დამირეკა საპატრულომ, დანარჩენს თქვენც ხედავთ, მეტი არაფერი არ ვიცი. დაკავებულებზე არივიც, ასე მალე ვინ ნახავთ მაგათ. რული გაღუნულია. გამტაცებლისგან იყო ეტყობა", - ამბობს მირკოავტობუსის მფლობელი.
ალექსიძის ქუჩის მაცხოვბლები ყვებიან, რომ ძლიერი შეჯახების ხმა გამთენიისას გაიგეს, ქუჩაში ჩასულებს კი რამდენიმე ავტომობილი დამტვრეული დახვდათ.
დიდი ხმა იყო სადღაც 6-ის ნახევრისკენ. შეჯახების ხმა გავიგე და გამოვეცი. ჯერ ერთს დაეჯახა და მერე მიყვა დანარჩენს. დალეწა ეს მანქანები და დატოვა შემთხვევის ადგილი. ვინ მოიპარა არ ვიცით და არვიცით სად არის", - ამბობს ადგილობრივი.
ალექსიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის დასრულებულია. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.