იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომლის პატაკის საფუძველზეც ექიმი გიორგი ახობაძე დააკავეს
იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომლის პატაკის საფუძველზეც ექიმი გიორგი ახობაძე დააკავეს, ადვოკატების თქმით, ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში უვადო მუხლით უშვებენ.
გიორგი ხერგელია დღეს პროცესზე მოწმის სტატუსით მიიყვანეს - ოპერატიულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დღეს სასამართლოს არწმუნებდა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ახობაძეს და მის თანმხლებ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდათ.
მოწმეს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმა ექიმმაც - გიორგი ახობაძემ ხერგელია ჰკითა, რა პრინციპით გაჩხრიკეს მხოლოდ მისი სახლი და არა მისი თანხლები პირის და ასევე რატომ არ მოახდინეს ჩხრეკის ვიდეოთი გადარება, როდესაც სამ პოლიციელს თან ტელეფონები ჰქონდათ.
ახობაძე: როცა თქვენ გადმოგცეს ინფორმაცია, რა გითხრეს, ნარკოტიკი გიორგი ახობაძესაც ექნება და თანხლებ პირსაცო?
მოწმე: თანხლებ პირსაცო, ორივეს ექნებაო.
ახობაძე: ორივეს ექნება პირადადაც და სახლშიცო?
მოწმე: ახობაძეს პირადად, მანქანაშიც და სახლშიც თანხლებ პირსაც, მანქანაშიც და სახლშიცო.
ახობაძე: თანხლები პირის სახლის ჩხრეკა ჩაატარეთ?
მოწმე: არა, არ ჩაგვიტარებია.
ახობაძე: მიპასუხეთ, რამ გაიძულათ, რომ მე და ჩემი თანხლები პირი ერთმანეთისგან, 6-7 მეტრის, სამი სახლის სიმაღლის დაშორებით დაშორიშორება?
მოწმე: ამას ვერ მოგახსენებთ... მე კონკრეტულად მქონდა თქვენთან პირადი შემხებლობა. ის რატო გავიდა 6 მეტრში, ამაზე ვერ მოგახსენებთ.
ახობაძე: აღწერთ, რომ სამი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელბორკილებით შეიარაღებული პოლიციელი ვერ ახერხებდით ფიზიკრუად და ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო, როცა ტელეფონები სამივეს გქონდათ, მიხვდით ხომ თავდიანვე რომ გადაღებას ვერ მოახერხებდით, ისე მოგიწევდათ ჩხრეკა?
მოწმე: ...
ასევე, დღევანდელ სხდომაზე სინდისის პატიმარმა "ცრუ მოწმეებს" გზავნილიც გაუგზავნა, რის გამოც, მოსამართლე ჯინჯოლია გიორგი ახობაძეს რამდენჯერმე სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
ახობაძის საქმეზე შემდეგი პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. სხდომა ბრალდების მხარსი მოწმე პოლიციელების გამოკითხვით გაგრძელდება.
- ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
- პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.