"თათბირზე გითხრეს, რომ ნარკოტიკი უნდა ჩაგედოთ?" - ხმაური ანტონ ჩეჩინის პროცესზე

21.05.25 17:58
"თათბირზე გითხრეს, რომ ნარკოტიკი უნდა ჩაგედოთ?" - ხმაური ანტონ ჩეჩინის პროცესზე

 

 

ხმაური და დაპირისპირება იყო პოლიტიკური პატირმის ანტონ ჩეჩინის პროცესზე.  მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს დაუპირისპირდა.

დაპირისპირების მიზეზი სახელმწიფო  მბრალდებლის ყველა იმ კითხვაზე მწვავე  პროტეტსი გახდა, რომელსაც დაკავებულის ადვოკატები სხოდმაზე სვამდნენ.

უფლებამდველებს კითხვები პროკურატურის იმ მოწმე  სამართალდაცმველებთან ჰქონდათ, რომელებსაც  სინდიდის პატიმარი ფიზიკურ ძალაოდბაში და ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს. 

დაპირისიპირების საბაბი გახდა ჩეჩინის შეკითხვა, რომლითაც მან მოწმეს მიმართა: "თათბირზე გითხრეს, რომ ნარკოტიკი უნდა ჩაგედოთ?"

შეკითხვა გააპროტესტა პროკურორმა და განაცხადა, რომ პატიმარი მოწმეზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. 

შეგახსენებთ, რომ რეჟიმი სინდისის პატიმარს - ანტონ ჩეჩინს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მსგავსი სიახლეები